დამზადებული
სიუჟეტები

Intelligent Fashion Icon
A New Dimension in Design
Experience the XD Technology

ჩვენს შესახებ

საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, 2009 წლის თებერვალში დაფუძნდა და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ისტორიისა, მაინც შეძლო საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო კერად ქცეულიყო, განსაკუთრებით არაფორმალური პროფესიული განათლების სფეროში, სწორედ აღნიშნული ფორმის სასწავლო ცენტრები, ჩვენი ინსტიტუტის ეგიდით, მაღალ დონეზე ფუნქციონირებენ ქალაქ თბილისში, ქალაქ ოზურგეთში, ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ჭიათურაში, ქალაქ ხაშურში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ქობულეთში, ქალაქ ზუგდიდში, ქალაქ ამბროლაურში, ქალაქ საგარეჯოში, ქალაქ წალკაში, ქალაქ გურჯაანში, ქალაქ ლაგოდეხში, ქალაქ თელავში, ქალაქ ახმეტაში. . . საზღვარგარეთის ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, უკრაინაში.... და სხვა. სასწავლო პროცესი სამწლიანია და დამთავრების შემდეგ გაიცემა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სამენოვანი (ქართულ-უკრაინულ-ინგლისური) ოქროს ბეჭდიანი სერთიფიკატი.
პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და სასწავლო პროგრამების გაცვლები წარმოებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკაში ჯორჯიან-ინთერნაციონალ უნივერსიტეტთან, სტრატფორდის საკადრო ინსტიტუტთან (ვერმონტის შტატი, ქალაქი სეინტ ალბანზი), აშვორფის ინსტიტუტთან (ჯორჯიის შტატი, ქალაქი ნორკროსი) და სხვა.
ქ. რუსთავში, ჩვენი, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის მიმართულებით შექმნილია აკადემიური ქალაქი, სადაც განათლების ყველა საფეხურია, საბავშვო ბაგა-ბაღიდან დაწყებული... სკოლა, სასწავლო ცენტრები, კოლეჯები და ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა – უკრაინის პერსონალთა მართვის რეგიონალური აკადემიის ქ. რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის ეგიდით... ჩვენ შევქმენით მომავლის ბაღი! დიახ, მსოფლიოში ანალოგის არ მქონე, საბავშვო ბაღი თვითმფრინავის სალონში საგანმანათლებლო კერის სიმბოლოა! აღნიშნული სიახლის შესახებ, ჩვენი სამყაროს ათასობით პერიოდულმა პრესამ და ტელევიზიებმა ამცნეს მილიარდობით ადამიანს!
ჩვენ შევქმნით მომავლის სკოლას, უნივერსიტეტს...
"აკადემტვ-ინფო"-ს შექმნაც ხომ სიახლეთა ძებნის დასტურია საგანმანათლებლო სივრცეში! სწორედ ამიტომ სხვა უამრავ საერთაშორისო ჯილდოებთან ერთად ჩვენს სასწავლებელს მიღებული აქვს "EUCEN"-ის ხარისხის ევრო აკრედიტაცია!

ფოტოგალერეა