დამზადებული
სიუჟეტები

Intelligent Fashion Icon
A New Dimension in Design
Experience the XD Technology

დამფუძნებლის გვერდი

 

გარი ჩაფიძე : - "რაც უფრო მეტ კაპიტალს დააგროვებს
ქვეყანა განათლებაში, მით უფრო ადვილად
მიაღწევს წარმატებებს ეკონომიკაში!"






-----

ჭეშმარიტი პედაგოგისათვის აღზრდა ყველაზე უბრალო და ყველაზე პრიმიტიული ხერხით იწყება, მიიღო აღსაზრდელი ისეთი, როგორიც არის, ეს აღმზრდელისათვის აუცილებელი ფენომენია. დიახ, აღსაზრდელს ვერ შეცვლი, რამეთუ ბავშვის აღზრდა დაბადებამდე იწყება, ამ საკითხის განხილვის დროს ბევრი მეცნიერი არ იზიარებს ჩემს აზრს, მაგრამ ლოგიკურობითა და სამედიცინო თვალსაზრისით მართებულია ის, რომ: _ ბავშვს ესმის დედის ხმა ჯერ კიდევ დაბადებამდე, ღებულობს ჭრილობას ხმის უხეში ტემბრით, რომლითაც დედამისს მიმართავენ ყვირილით, სკანდალით... მას ტრამვას აყენებს დედის მწუხარება, ნერვიულობა, განცდები... და ბავშვი იბადება ნაწყენი, დამფრთხალი, ავი, ნერვიული... ხოლო `სიყვარულის შვილები~ გამოირჩევიან თანაბარი, მშვიდი, კეთილი ხასიათით.
დიახ, ასე ჩნდება ბავშვის სულში ჯერ კიდევ დაბადებამდე კეთილი და ბოროტი გრძნობა. ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე ძველი პრობლემაა. ათასზე მეტი წლის წინათ წმინდა ავგუსტინე არ დაეჭვებულა ღმერთის ყოვლისშემძლეობაში, მაგრამ ბავშვის აკვანთან მდგომი წერდა რა თავის ცნობილ `აღსარებას~, ვერ გაეგო საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო ბოროტება. თუმც ავგუსტინემდე კიდევ უფრო დიდი ხნით ადრე შეიქმნა ბიბლიური მითი _ ხე ცნობადისა, ბოროტებისა და კეთილისა... ეს ეთიკური პრობლემა კეთილისა და ბოროტებისა ბავშვების აღზრდისათვის აუცილებელია შევცვალოთ პედაგოგიური პრობლემით- როგორ ჩნდება კეთილი და ბოროტი ვნებები. ჩვენთვის ძნელია ვებრძოლოთ ბოროტ გრძნობებს, სიავეს, სიხარბეს, შურს, აგრესიულობას, უხეშობას, თუ ჩვენ არ გვეცოდინება, საიდან ჩნდებიან ისინი ბავშვის სულში, თუ ჩვენ არ გავარკვიეთ მავნე გრძნობების წარმოშობის მექანიზმი. ხშირად ჩვენ თვითონ ვთესავთ მათ ბავშვის სულში, ისე როგორც ანტისეპტიკების აღმოჩენამდე ექიმები არ იბანდნენ ხელებს ოპერაციის წინ და ამით თვითონ ასნეულებდნენ პაციენტს სასიკვდილო დაავადებით...
ადამიანში, ისევე როგორც ყოველ სულიერში, მარტო ერთი უსაფრთხოების მოთხოვნა კი არა, არამედ მასთან ერთად განვითარების მოთხოვნაცაა. ეს მოთხოვნები ურთიერთსაპირისპირო გახლავთ, რამეთუ განვითარება სახიფათოა, ხოლო უსაფრთხოებისაკენ ლტოლვა ამუხრუჭებს განვითარებას. ჩვენ ბუნებრივია ვდარდობთ ბავშვების უსაფრთხოებაზე და განვითარებაზე, მაგრამ ამ სიტყვების რაობაში არ ვგულისხმობთ იმას, რასაც თვით მოზარდი, ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან დიდებისგან, რომ მათში განვითარების მოთხოვნა გაცილებით უფრო ძლიერია უსაფრთხოების მოთხოვნაზე და სწორედ აქ იკვრება პედაგოგიური ქვაკუთხედი, რომლის შემადგენელი ნაწილიც საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების ეგიდით შექმნილი სასწავლო ცენტრებია საქართველოს მთელ რიგ რეგიონებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში, ხოლო ქ. რუსთავში, ჩვენი ინსტიტუტის შემადგენლობით `აკადემიური ქალაქი~ დავაფუძვნეთ, სადაც განათლების ყველა საფეხურია შექმნილი, ბაგა-ბაღიდან დაწყებული _ დოქტურანტურით დამთავრებული! ყველა ჩვენს სპეციალობაზე, რომელიც დღევანდელი დღის მოთხოვნა, ანდა მომავლის პროფესიაა _ სტუდენტთა სოლიდური ნაკადის მიღება მიმდინარეობს, ჩვენთან სასწავლო ცენტრებში სწავლის მაღალი დონე, დაბალი სასწავლო გადასახადის სინქრონულია. დიახ, სწავლა სამწლიანია, წელიწადი ორსემესტრიანი და სემესტრული გადასახადი 250 ლარს შეადგენს.
სასწავლებელში მოქმედებს თანხების ეტაპობრივად გადახდა; ასევე 30-50-70 და 100-პროცენტიანი გრანტები; უფრო მეტიც, პირველი კურსის წარჩინებით დახურვის შემთხვევაში, სტუდენტი არა მარტო გათავისუფლდება გადასახადიდან, არამედ, სასწავლო სტიპენდიასაც მიიღებს; საყურადღებოა, რომ სასწავლო თანხის გადახდაში და არა ცოდნაში (გარკვეული რაოდენობა, განსაზღვრული რექტორატის მიერ) შეღავათებით სარგებლობენ: ლტოლვილები, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლები და მათი ოჯახის წევრები, მრავალშვილიანები...

მოგეხსენებათ,რომ პედაგოგიკა მომავალი თაობის განვითარებასთანაა შერწყმული, მომავალი თაობის განვითარება კი ეკონომიკურ წინსვლასთა. დიახ, რაც უფრო მეტ კაპიტალს დააგროვებს ქვეყანა განათლებაში, მით უფრო ადვილად მიაღწევს წარმატებებს ეკონომიკაში.


Page by DreamTemplat