დამზადებული
სიუჟეტები

 

Intelligent Fashion Icon
A New Dimension in Design
Experience the XD Technology

სტუდენტური ინტერნეტ-ტელევიზია "აკადემტივი"

გარი ჩაფიძე- ქ. რუსთავის აკადემიური ქალაქის დამფუძნებელი. საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი. უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა სანკ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, კიევში, შემდეგ კი- საქართველოში, საპასუხიმგებლო და ნომენკლატურულ თანამდებობებზე. ამჟამად არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი, პროფესორი, საქართველოს საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია "ქალდეა"-ს აკადემიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, უკრაინის საკადრო პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, "ფაზისი"-ს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიის საერთაშორისო პოლიტიკისა და მთავრობის ინსტიტუტი გარი ჩაფიძის სახელობისაა. ასევე არის საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის გაზეთ "ჩირაღდნის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის თავმჯდომარე, უკრაინის საერთაშორისო რეგიონალური აკადემიის ქ. რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი, ავტორია 100 – მდე მხატვრულ-ლიტერატურული წიგნისა და 90 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლების თარგმნილი და გამოცემულია მრავალ ენაზე. არის უკრაინულ-ქართული ლექსიკონის სამტომეულის პირველი შემდგენელი, პოლონურ-ქართული ლექსიკონის, ქართულ-ბელორუსული სასაუბროს, უნგრულ-ქართული ლექსიკონისა და რუმინულ-ქართული ლექსიკონის პირველი ავტორი, რომელთაც დღემდე მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნიათ. მისი კვლევის სფეროებია: პედაგოგიკა და პედაგოგიკის ისტორია, მოზარდთა ფსიქოლოგია და ფილოსოფიური აზროვნება, პოლიტოლოგია და სამყაროს გარდაქმნის ახალი მოდელი, პოლიტიკა და პიროვნება, პლებიცისტიკა და პოლიტიკური თეორიები, მედიცინა და ბიოეთიკა, კულტურა და აზროვნება, ჟურნალისტიკა და პიარი, ადამიანთმცოდნეობა და პერსონალთა მართვა, პოლიტიკური ფილოსოფია და კატაკლიზმები XXI-ე საუკუნეში. მიღებული აქვს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობათა ჯილდოები, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით გურამიშვილის სახელობის მედლები და პრემიები, "საქართველო-უკრაინის მეგობრობის", "საერთაშორისო მეცნიერული მიღწევებისათვის", "საერთაშორისო მეცნიერული დამსახურებისათვის" _ მედლები. არის ქართული პედაგოგიური ელიტის უმაღლესი ჯილდოს _ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგზის მედალოსანი; ასევე "განათლების განვითარებისათვის" ოქროს ორდენის, ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების ოქროს ორდენის, მსოფლიო მეცნიერების ფუძემდებლის პლატონის ოქროს ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ღმერთი ადამიანთა მცირე ნაწილს აძლევს საშუალებას, იყოს ჭეშმარიტი პედაგოგი. ზოგიერთები კი ამას მთელი სიცოცხლე სწავლობენ, რამეთუ პედაგოგიკა ყველაზე მდიდარი სპეციალობაა სულიერების ქვაკუთხედის შექმნით, დიახ, პედაგოგიკასთან დიდი სიფრთხილე გვმართებს დღეს, გონების არნახული განვითარების ეპოქაში, როდესაც ახალგაზრდობა მხოლოდ ჩვენი ლექციებით არ სულდგმულობს, როდესაც მას გარს არტყია უამრავი ინფორმაციის წყარო, ათასგვარი ხერხით ცდილობს დაიოკოს ცნობისწადილი, მაგრამ მთავარი მიმართულების მიმცემი მაინც ჩვენ ვართ, მუდამ გვახსოვდეს, რომ აღმზრდელი პასუხს აგებს ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე...
თვით ცხოვრებამ დაწერა კანონი ადამიანის ეულად ყოფნის შეუძლებლობაზე, სიცოცხლე მაშინაა საინტერესო, სიმდიდრეც მაშინაა სიმდიდრე, სილამაზეც მაშინაა მომხიბვლელი, დიდების კვარცხლბეკზე ასვლაც მაშინაა ნამდვილი და ყველაფერი ეს მაშინ მოგანიჭებს ჭეშმარიტ ბედნიერებას, როცა მას ვინმე იზიარებს, ჰყავს გულითადი შემფასებელი და დამფასებელი მეგობრის, მოკეთის და ზოგადად, ადამიანის სახით.
მეგობრობას არა აქვს საგანი, მას ცხოვრება გვასწავლის. მეგობრობისათვის არ არსებობს დროისა და მანძილის პრობლემა, მთავარია სწორად გვესმოდეს მისი აზრი და სიკეთის უზადო სურვილი გვმოძღვრავდეს.
და გვაქვს უფლება მცირედაც მოვადუნოთ ყურადღება ერთმანეთის მიმართ? გვაქვს უფლება არ ვიყოთ კაცთმოყვარენი? არ ვითვისებდეთ ადამინათა ხედვისა და შეცნობის ბრძნულ მეცნიერებას? არა, ნამდვილად არა, ეს დანაშაულია, - "იყო ადამიანი, ნიშნავს გრძნობდე შენს პასუხისმგებლობას", პასუხისმგებლობა კი, თანაბრად სერიოზულია ყველასთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მაინც ის აგებს პასუხს, ვისაც ყოველდღიური, მთრთოლვარე, შემოქმედებითი კავშირი აქვს მოზარდებთან, მომავლის ადამიანებთან. სწორედ მომავლის ადამიანებისათვის შეიქმნა საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრები საქართველოს თითქმის ყველა კუთხესა და საზღვარგარეთის მთელ რიგ ქვეყნებში. მოგეხსენებათ, რომ სადაც დისციპლინა მოისუსტებს, იქ სწავლის ხარისხზე საუბარიც ზედმეტია! – სწორედ ამიტომ ჩვენი სასწავლო ცენტრები მაღალი პასუხიმგებლობითა და ცოდნით უმაღლესი დონითაა გამორჩეული. . . განათლება ვერ ეგუება ჩარჩოებს, ამის ნათელი დასტური ჩვენი ინსტიტუტის ეგიდით ქ. რუსთავში შექმნილი აკადემიური ქალაქია, სადაც ბაგა-ბაღიდან დაწყებული – დოქტორანტურით დამთავრებული განათლების ყველა საფეხურია გახსნილი! – ბაგა-ბაღი კი. . . თვითმფრინავში, საბჭოთა წარმოების იაკ- 40-ის სალონში გავხსენით და არამარტო ამ ტექნიკური მხარით, არამედ აღზრდის ახლებური მეთოდების გამოყენებით მოვექეცით მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცის ყურადღების ცენტრში! როგორი უნდა იყოს სკოლა, საიდანაც ცოდნის დაუფლების გარეშე წასვლის სურვილი ყველა მოსწავლეს გაუქრება?! – შეკითხვა, რომელზედაც პასუხი საუკუნეებია აინტერესებს საზოგადოებას, მომავლის სკოლის გასაღები ჩვენს ხელშია! – ჩვენ ვიცით როგორი იდეა უნდა შევთავაზოთ თანამედროვე ახალგაზრდობას! ასევე რუდუნებით დავიწყეთ სასწავლო ცენტრების შექმნა. თავიდანვე ცნობილი გახლდათ, რომ აუდიტორული სისტემა ბევრს ვერაფერს მოგვცემდა, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულ კურსთან ერთად ჩვენი სტუდენტები პირველსავე კურსებიდან გადიან პრაქტიკებს სპეციალობათა მიხედვით შესაბამის სტრუქტურებში, მაინც, ჩვენს აკადემიურ ქალაქში გადავწყვიტეთ შეგვექმნა ვირტუალური აფთიაქი, კლინიკა, ინტერნეტტელევიზია აკადემთV-ინფო, აკადემბანკი, იურიდიული კლინიკა და სხვა, რომელთაც მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში დღემდე ანალოგი არ გააჩნიათ! სწორედ მომავალი თაობების აღზრდისადმი განსაკუთრებული რუდუნებისათვის ჩვენი სასწავლებელი დაჯილდოებულია: მსოფლიოს მეცნიერების ფუძემდებლის, პლატონის ოქროს ორდენით, "განათლების განვითარებისთვის" საერთაშორისო ოქროს ორდენით, " ოქროს არწივით" პრესტიჟისა და ხარისხისათვის, ამერიკის თავისუფლების ოქროს ორდენითა და ოქროს ორდენით "საერთაშორისო მეცნიერული მიღწევებისათვის"- მიღებული გვაქვს "EUCEN"-ის ხარისხის საერთაშორისო საგანმანათლებლო ევრო აკრედიტაცია! მიღწეულს არასოდეს ვჯერდებით!- რამეთუ იყო წარმატებული – არ არის პრივილეგია, ეს პასუხისმგებლობაა!